მაღაზია ვალდებულია:
- პროდუქტის განთავსებამდე დარწმუნდეს მის მდგომარეობაში და ვარგისიანობაში.
- აკონტროლოს პროდუქტების მარაგი.
- აკონტროლოს თავის მაღაზიაში შემოსული შეკვეთა და დროულად მოახდინოს რეაგირება.
- მარაგის ამოწურვის შემთხვევაში შეუცვალოს პროდუქტს სტატუსი რომ მომხმარებელი არ შეიყვანოს შეცდომაში.
- რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში დროულად მოახდინოს მომხმარებლის ინფორმირება მიმდინარე სიტუაციაზე.
- განათავსოს პროდუქტის რეალური ფოტოებით და ინფორმაციით.
- პროდუქტზე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში 7 კალენდალური დღის მანძილზე დააბრუნოს თანხა ან გადაცვალოს ნივთი.
(წესების არ დაცვის შემთხვევაში მაღაზია გაუფრთხილებლად დაიბლოკება.)
აკრძალული პროდუქტები:
- თამბაქო და თამბაქოს შემცველი ნებისმიერი პროდუქტი.
- ალკოჰოლი.
- ცეცხლსასროლი იარაღი.
- ნებისმიერი სახლის წამალი რომელიც გაიცემა რეცეპტით.
- ცივი იარაღი (დანა და ნებისმიერი ბასრი საგანი).
- ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები.
- ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა.
- საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები.
- პორნოგრაფიული მასალა.
- მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები.
- არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;
- მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები.
- საქონელი ან მომსახურება, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას.
- ნებისმიერი პროდუქტი რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით!
- ძვირფასი ლითონები.
- ნებისმიერი პროდუქცია რომელი გამოყენებულია და არის “მეორადი”.
- shoppy.ge უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები.
შოპპი ვალდებულია:
- აკონტროლოს შეკვეთები და მოახდინოს მათი ტრანსპორტირება მაღაზიიდან მომხმარებლამდე, მომხმარებლის არჩეული სერვისით.
- შექმნას ფასდაკლების კოდი კონკრეტულ მაღაზიაზე / ნივთზე / ფასზე. (სურვილისამებრ)
- დაიცვას მომხმარებლების და მაღაზიის უფლებები.
- მიიღოს საჩივრები, განიხილოს და გააცნოს ორივე მხარეს არსებული სიტუაცია.
- დროულად მოახდინოს მაღაზიის ანგარიშსზე თანხის ასახვა. (მოთხოვნის შემდეგ. მინ 150₾)
ანგარიშსწორება:
- მინიმუმი მოთხოვნის თანხა არის 150₾.
- ანგარიშსწორება თანხის მოთხოვნიდან ხდება 2 სამუშაო დღის მანძილზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
- პროდუქციი გაყიდვა ხდება მხოლოდ ლარში.
მომსახურეობის საკომისიო შეადგენს 15% ყველა ხარჯის ჩათვლით.
მომსახურეობაში შედის: საიტზე (https://shoppy.ge) განთავსება, ჩვენს ფეისბუქის გვერდზე განთავსება, თქვენგან პრდუქტის წაღება და მომხმარებლისთვის მიწოდება სასურველ მისამართზე, თანხის დროული ჩარიცხვა თქვენს ანგარიშზე.
შოპპი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს “შოპპიზე გაყიდვის წესები”.