საგარანტიო პირობები

საგარანტიო პირობების ბოლო განახლება: 27 ნოემბერი 2020 წელი.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა შემდეგი პრიობებით:

  1. 3 (სამი) კალენდალური დღის მანძილზე თუ პროდუქტს აღენიშნება ქარხნული წუნი ან არ აკმაყოფილებს მითითებულ ხარისხს.
  2. თუ პროდუქტი არის იმავე მდგომარეობაში და არ აღენიშნება თქვენს მიერ მიყენებული რაიმე დაზიანება: ვიზუალური / ტექნიკური.
  3. ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლეტქაციით, აუცილებელია ყუთის და აქსესუარების შენახვა.

 

საგარანტიო მომსახურეობა არ ხორციელდება / უქმდება თუ:

  1. აღენიშნება თქვენს მიერ მიყენებული ზიანი (ტექნიკური/ვიზუალური).
  2. თუ დათქმულ ვადებში ვერ მოახერხებთ დაზიანებული პროდუქტის წარდგენას. (3  (სამი) კალენდალური დღე)
  3. აკლია რაიმე აქსესუარი ან შემადგენელი ნაწილი.
  4. არ წარმოადგენთ შესყიდვის ინვოისს. (ინვოისი შეგიძლიათ ნახოთ “მომხმარებლის სივრცე”-ში.

 

ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (განსხვავების დაფარვით) ღირებულების, შეცვლის მომენტში გაყიდვაში არსებული ნივთით.

შეცვლისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება მისი შეძენისას გადახდილი ფასით. გაცვლის შემთხვევაში (როცა გაყიდვაში არ არის იგივე ნივთი) ნივთის ღირებულება განისაზღვრება შეძენისას გადახდილ და გასაცვლელი ნივთის ფასებიდან უმცირესით.

ფორსმაჟორული მდგომარეობისას, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე შოპპი უფლებამოსილია შეიტანოს კორექტივები წინამდებარე პირობებში, საგარანტიო ვალდებულებებსა და სარემონტო ვადებში.

წინამდებარე საგარანტიო პირობები ძალაში შედის პროდუქტის გაყიდვის მომენტიდან.